ალბანეთის ქალაქ დურესში დასრულდა 11 წლის ასაკის მოსწავლე გოგონათა ჩემპიონატი ჭადრაკში.

დასკვნით ტურის წინ ანასტასია ჭიჭინაძეს 6 ქულა ჰქონდა და ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა  ლიდერს, თურქ სელინ ტორუნს. 

მე-9 ტურის შეხვედრა ანასტასია ჭიჭინაძემ უკრაინელ ანასტასია ზარემბას მოუგო და ტურნირი 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით დაასრულა. 

თურქმა მოჭადრაკემ ახლახან დასრულებულ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ანასტასია ჭიჭინაძე ევროპის 11 წლის ასაკის მოჭადრაკეთა ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა