პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები. მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
"გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელიგან. ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი, ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე 15:00 საათზე სასამართლო სხდომა გაიმართება.