აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად ეწვია ბავშვთა და მოზარდთა ცენტრს „ფაზლი“.
ზურაბ ჩიკვილაძე და გელა ჩივიაშვილი „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ ჩართულ ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპს გაეცნენ, დაათვალიერეს გარემო, სადაც ბავშვები და მოზარდები თერაპიას გადიან.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ცენტრის დამფუძნებელ თამარ ცქიტიშვილსა და მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს შეხვდნენ, რომლებმაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპზე და მათ საჭიროებებზე ისაუბრეს.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის გაზრდით, შესაბამისად, იზრდება ამ პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სპეციალური საჭიროების მქონე არცერთი პატარა და მოზარდი არ დარჩეს არსებული სერვისების მიღმა.
მნიშვნელოვანი სიახლეა თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ვაუჩერის ღირებულების ზრდა. ყოველთვიურად ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად 450 ლარით დაფინანსდებიან. მათთვის წლიურად გამოყოფილი თანხა 5400 ლარს შეადგენს, 300-ით გაიზარდა პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა და უკვე 1850-ს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.