ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
მხარეებმა ექთნებისა და მეანების კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო გეგმის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ელჩმა ჯანდაცვის მინისტრისგან უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
კატარინა ბიორლინ ჰანსენსის განცხადებით, აღნიშნული პროცესები ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს, რაც მისასალმებელია. მან ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში გენდერისა და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ქობალია და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანალიტიკოსი ნიკოლა ლიპარი ესწრებოდნენ.