ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ყველას უჩნდება კითხვა,რატომ დასრულდება?კეთილი საქმის კეთებას ვინ უშლის???
ამის პასუხი კი ყველაზე ნათელია მოცემულ კანონპროექტში.
უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ანუ აგენტი ანუ გამყიდველი....
მაგალითად: მიდიხარ სამსახურის გასაუბრებაზე და გეუბნებიან,თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ და თქვათ რომ ხართ თქვენი ოჯახის,დედის მამის ცოლის შვილის შვილიშვილის შვილთაშვილის შვილთაშვილისშვილის გამყიდველები,რის შემდეგაც აგიყვანთ სამსახურში სოლიდური ანაზღაურებით,დათანხმდებით სამსახურს????
და კიდევ ერთი.
თქვენ ხართ თავად დამსაქმებელი გინდაც დონორი,დააფინანსებთ საკუთარი ქვეყნის მოღალატეს???
შე ოჯახ აშენებულო ჩვენი ოჯახების დასაქცევად თუ არ ხარ მოვლენილი სადაც ოლიგარქების კანონი ჩაასწორე და გოუხსენი გზა მაგ ხალხს(ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველაფერი და ათასმაგად გოუხადოს)ჩაგესწორებია რამე მადანა რომელიცხა კანოში, ვალოდიას ჯინაზე ქართველი ხალხის წინაშე სიტყვას არ გატეხდი და უფრო ამაღლდებოდი.
ახლა რაც არ უნდა იძახო ეგი ქართული კანონიაო ვერ გამოვა ჯიგაროოოო.
კიდე ბევრი არგუმენტია თანაც დადასტურებული რატომ არა რუსულ კანონს." - წერს ზაზა სარალიძე.