29 მარტს, მექსიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ მეხიკოში, ლათინოამერიკული უნივერსიტეტის მიერ “დიპლომატიაში გამორჩეული და ბრწყინვალე მიღწევებისათვის” საქართველოს ელჩი ზაზა გაბუნია დაჯილდოვდა.

ჯილდო ელჩს აკადემიური საბჭოს პრეზიდენტმა დოქტორმა ალმა ლუნამ, რექტორთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად საზეიმო ცერემონიაზე გადასცა.