ოთხი წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას პატარას დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დათა წიქორიძეს ერთი კვირის წინ დაუდგინდა მწვავე ეპილეფსია, მას აქვს კუნთოვანი მასის გალევა, ასევე ცელიაკიისა და მუკოვისციდოზის ნიშნები, აქვს კრუნჩხვები და თავის ძლიერი ტკივილები.

დათა წიქორიძეს სჭირდება კვლევებისა და მკურნალობის თურქეთში გაგრძელება, დიაგნოზისთვის საჭიროა კუნთის ბიოფსია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი: GE49TB7132845063300014

საქართველოს ბანკი: GE28BG0000000603488910

მიმღები: მარია წიქორიძე - დედა.