ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N12, N18, N19, N35, N36 კორპუსების მიმდებარედ შიდა ეზოს განახლება სრულდება.
სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება. პროექტის შედეგად, გზის საფარი 1725 კვ. მ ფართობზე განახლდა. სამუშაოების ღირებულება 134 286 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა. შედეგად, ამავე ტერიტორიაზე N36 კორპუსის წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება წყალარინების სისტემა, რაზეც 49 713 ლარია გამოყოფილი. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში გიორგი ბირბიჩაძესთან და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან ერთად შეხვდა.