საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გერმანული კოლეჯისა და N27 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სრულ რეაბილიტაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს.
„პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული სივრცის ინფრასტრუქტურა - მოეწყობა გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. ასევე, განახლდება საპარკო ავეჯი და დაირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა მერმა.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ტიპის პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება, ვინაიდან მწვანე სივრცეების შექმნა მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.










