ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვერის ბაღში მისულმა ლევან ვასაძემ განაცხადა.
"ალექსანდრე დუგინი(პოლიტოლოგი. პუტინის ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი ) გავიცანი მას შემდეგ რაც გავიგე რომ ამბობდა საშინელ რაღაცეებს საქართელოზე, მე ეგ კაცი გავიცანი იმისთვის რომ ამეხსნა მთავარი რუსი კონსერვატორისთვის ყველაფერი. ჩვენი გაცნობა 2015 წელს მოხდა. შეგიძლიათ აიღოთ კადრები მანამდე რას ლაპარაკონდა და მერე რას ლაპარაკობს. მოვახერხე რუსი კონსერვატორის შემოტრიალება. მავთულხლართებთან მისვლას და უკანალების ჩვენება არის სირცხვილი, ამის მაგივრად ამას უნდა ვაკეთებდეთ"- განაცხადა ვასაძემ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, “თბილისი პრაიდის” საპროტესტო “კაცების აქციაზე” განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში პატრულირების მიზნით ლეგიონს ქმნიდა. ასევე,  LGBT თემის “ყურის აწევის საზოგადოების” დაფუძნების იდეით გამოვიდა. მოგვიანებით, შსს-მ განაცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  უკანონო ფორმირებების შექმნის მოწოდებისთვის ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს. შეგახსენებთ, “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ თაბაგარმა “აიპრესთან” განაცხადა: უსაფრთხოების გამო, შსს-მ გვითხრა “თბილისი პრაიდი” არ ჩაატაროთო. თუმცა, Tbilisi Pride-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:  გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, ადამიანის უფლებები დაიცვას