ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკების და მასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, „ფოქს ნიუსის“ პროგრამა „ჰენიტის“ წამყვან შონ ჰენიტისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს გამართულ მოლაპარაკებებზე დაეთანხმა თავის რუს კოლეგას, რომ უკრაინაში ომი დასრულდება ტერიტორიების გაცვლით და აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით.

„ფოქს ნიუსის წამყვანის კითხვას ტერიტორიული დათმობების შესახებ, რომლითაც რუსეთი მიიღებს მიწებს, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა და უკრაინისთვის აშშ-ის პოტენციურ უსაფრთხოების გარანტიებზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების საკითხი იყო.

„ვფიქრობ, ეს არის ის საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით და რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით“, - თქვა მან. „სინამდვილეში, ვფიქრობ, ბევრ რამეზე შევთანხმდით. ვიტყოდი, რომ ეს თბილი შეხვედრა იყო“.

მან თქვა, რომ პუტინი არის „ძლიერი და ძალიან მაგარი ბიჭი“,  მაგრამ აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო პოზიტიური.  

„ვფიქრობ, რომ დასასრულთან საკმაოდ ახლოს ვართ.  და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს“, - თქვა მან.