გიორგი თაბაგარი: უსაფრთხოების გამო, შსს-მ გვითხრა “თბილისი პრაიდი” არ ჩაატაროთო

“თბილისის პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “აიპრესი” “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორ გიორგი თაბაგარს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა

“ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ განცხადებას, გვინდა რომ გავიაროთ გუნდში, მხარდამჭერებს ვესაუბროთ და მერე დაველაპარაკებით მედიას. თუმცა მინდა აღვნიშნო, შსს-თან შეხვედრაზე გვითხრეს, რომ მომატებულ რისკებს ხედავენ, პასუხისმგებლობას ვერ იღებენ და გარანტიას ვერ გვაძლევენ უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა თაბაგარმა.

“აიპრესი” : ანუ არ ჩაატაროთო?

გიორგი თაბაგარი: დიახ, დაახლოებით ასე გამოდის…

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...