ლევან ვასაძე: მოდით, დავაფუძნოთ დოდო აბაშიძის სახელობის ყურის ამწევთა საზოგადოება

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა.

მისი განცხადებით, თუ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეები შეურაცხყოფას მიაყენებენ, აგრესიით არ უპასუხონ, ან უკიდურეს შემთხვევაში, ყური აუწიონ.

„სადაც ისინი იქნებიან, გემუდარებით და გევედრებით, თუ ქალაჩუნა კაცი შეგაფურთხებთ, შეგაგინებთ და წიკვინით სახეს ჩამოგფხაჭნით, ნუ დაარტამთ მათ ხელს, ეს მისი საქმეა. ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ ეს. დოდო აბაშიძე, გენიალური მსახიობი, როდესაც დაინახავდა უზრდელობას ვერაზე ან რუსთაველზე, ყურს უწევდა ხოლმე. მოდით, დავაფუძნოთ დოდო აბაშიძის სახელობის ყურის ამწევთა საზოგადოება და ვაკმაროთ მას ეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...