ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მრავალბინიანი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე დასრულდა.
ამხანაგობების მომართვის საფუძველზე, საერთო ჯამში, 100 სახურავი განახლდა, მათ შორის სამუშაოები გამხორციელდა წყნეთში, შერვაშიძის ქ. N8-ში, გაგრის ქ. IV ჩიხის N3-ში, ასევე ავთო ვარაზის ქ. N28-ში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N10ბ-ში, პოლიტკოვსკაიას ქ. N27-ში და წყნეთის გზატკეცილის N5-ში.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.







