საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ამოწურვაზე ბევრგან შემხვდა, ბევრმა მომწერა და ბევრმა დამთაგა. ამიტომ ბარემ საჯაროდ დავწერ. - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადის (30 მარტი) ამოწურვის შემდეგ “ქვეყანა დარჩება საკონსტიტუციო სასამართლოს გარეშე”, რადგან ოცნებას თავისსავე არალეგიტიმურ პარლამენტშიც არ აქვს მისი ჩამნაცვლებლის არჩევისთვის საჭირო 90 ხმა (ახლა ის 89 მანდატს აკონტროლებს).
ამ გავრცელებულ ინფორმაციაში ბევრი შეცდომაა და შეცდომაა მთავარი აზრიც. არავითარი ფორმალური კრიზისი არ წამოიქმნება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია თუ 7 წევრი მაინც ჰყავს (მერაბ ტურავას ვადის გასვლის შემდეგ 8 რჩებიან) და რომც არ ჰყავდეს და მერაბ ტურავას ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოში 6-ნი რჩებოდნენ, აქაც არავითარი კრიზისი არ იქნებოდა, რადგან კანონში წერია, ასეთ დროსაც ამ მე-7 მოსამართლეს ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილება იქამდე გაუგრძელდება სანამ მის ჩამნაცვლებელს არ აირჩევენ." - წერს ვახუშტი მენაბდე.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადა 30 მარტს ეწურება.
მერაბ ტურავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა 2020 წლის 25 ივნისიდან.