ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წყნეთში სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
წყნეთის სპორტულ ცენტრში სხვადასხვა წონით კატეგორიაში ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 18 წლის და ზემოთ ასაკის სპორტსმენებმა.
სკვერში კი, სტუმრებს კონცერტები და სხვადასხვა საბავშვო წარმოდგენა ელოდათ.
დღის დასასრულს, სპორტულ მოედანზე ფეხბურთის ტურნირი "ვაკის თასი 2025" გაიმართა.
შეჯიბრებებში გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.