🏆 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ნიურნბერგის 2026 წლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესის კონკურსში 140 მონაწილე გუნდს შორის წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო მე-3 ადგილი მოიპოვეს.

წერილობით რაუნდში გუნდი საუკეთესო 40 მონაწილეს შორის მოხვდა და ზეპირ რაუნდში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც ქ. ნიურნბერგში გაიმართა.

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ თსუ-ის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ნატალია ანესაშვილი, თათა ტყეშელაშვილი და ელენე-ეკატერინე დვალიძე. გუნდს ხელმძღვანელობდა პროგრამის კურსდამთავრებული ელიზაბეტ კაკაბაძე.

ინდივიდუალური წარმატებისთვის ჯილდოები მიიღეს:

 ნატალია ანესაშვილი - კონკურსის საუკეთესო მომხსენებლის წოდება;
 ელენე-ეკატერინე დვალიძე - მეორე ადგილი საუკეთესო მომხსენებელთა შორის