საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, ცნობილი ქართველი პოეტი მედეა კახიძე გარდაიცვალა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

მედეა კახიძე  1930 წლის 30 დეკემბერს ყვარლის რაიონის, სოფელ ახალსოფელში დაიბადა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1954 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ მაქსიმ გორკის სახ. ლიტერატურული ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1951-1977 წლებში ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას.1950 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ ''ლიტერატურა და ხელოვნებაში''. მისი პირველი ლექსთა კრებულია ''სიყვარულის ასაკი''. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მედეა კახიძის ლექსები მრავალ ენაზეა თარგმნილი.