ნევროლოგიური დაავადებები ისევე გავრცელებულია ცხოველებში , როგორც ადამიანებში. განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი ჯუჯა ძაღლები, ბრაქიოცეფალები, ჰასკები, ლაბრადორები და სხვა მსგავსი ჯიშები არიან. - ცხოველთა ჰოსპიტალი ვეტლაიფი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
ნევროლოგიური მიმართულებით ყველაზე გავრცელებული პათოლოგიებია:
ატლანტოაქსიალური არასტაბილურობა
მანკი
ატლანტის კომპრესია
ეპილეფსია
ხერხემლის ანომალიები
ხერხემლის თიაქარი
ენცეფალიტი
ვენტრიკულომეგალიადღეს ჩვენი ექიმი-ნევროლოგი გირჩევთ თუ რა საეჭვო ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება შინაური ცხოველის ყოლისას, რომ თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები
ქცევის ცვლილება - აგრესიის მატება, გაღიზიანება, მადის საგრძნობი მატება ან კლება, ანორექსია
სივრცეში ორიენტაციის დარღვევა - კანკალი, ბარბაცი, კისრის დეფორმაცია
მოტორული აქტივობის დარღვევა - დამოუკიდებლად გადაადგილებისა და გაჩერების პრობლემა
ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში
კრანიოცერებრალური დარღვევები - თვალის მოძრაობის ცვლილება, კანკალი, ყნოსვის, შეხების, სმენის ცვლილება.
კრუნჩხვებიხშირია ნევროლოგიური დარღვევების გამოვლენა ავტოავარიის, სიმაღლიდან დაცემის ან ცხოველის შხამთან შეხების დროსაც.
ამიტომ, გირჩევთ, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის შემდეგ ან ჩამოთვლილი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოთ სპეციალისტს
ნევროლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322305059