სინოდი: დეკანოზ მამალაძეს გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე

სინოდის სხდომის ოქმი და განჩინება საპატრიაქრომ საზოგადოებას გააცნო. ოქმში საუბარია იმაზე, თუ რა ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სინოდის სხდომაზე:

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობისთვის როგორც ეკლესიაში, ასევე საზოგადოებაში. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ  დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ეს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის  არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასდროს მიფიქრია ვინმეს დასჯა, მე მუდამ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ, მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. დღეს რთული დროა, ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი გამოსვლების გამო ერი არ დაბრკოლდეს.

ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა: დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.”- ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად