მწერალი, ჟურნალისტი და ამჟამად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის PR მენეჯერი, თეონა დოლენჯაშვილი Facebook-ის გვერდზე პოეტ ზვიად რატიანის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის TBC ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და ურჩევს, "კაი კაცობაზე ვენებს ნუ გადაიჭრის".
"სამარცხვინოა ეს პოსტი, სამარცხვინოა ზვიადის საქციელი. აქ არავინ ახსენებს არც მის საბალიანტობას, არც ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას, არც გვერდში დგომას და არც ჩვენს ბრძოლას მისთვის. აქ საუბარი ღირებულებების ღალატზეა! ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ბიძინას და გახარიას მხარეს რომ დადგები, ასავალ დასავალის ენას რომ გამოიბამ და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყებ ადამიანის ლანძღვას, რომელთან ერთანაც გუშინ ჭიქას წევდი და სადღეგრძელოს ეუბნებოდი, რომლის გუნდშიც შენი უახლოესი მეგობრები არიან, სირცხვილია!!! ზვიად რატიანი ჩემთვის დამთავრდა. "ნეგატივი" წარსულის ზვიადმა დაწერა. მომავლის ზვიადი თბილი ემიგრაციიდან უშვერი სიტყვებით გვლანძღავს და მტრებს უერთდება. პოეტებიც კვდებიან",-წერს თეონა დოლენჯაშვილი. დღეს, facebook-ის პირად გვერდზე პოეტმა ზვიად რატიანმა TBC ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა, რომელმაც გუშინ, 12 სექტემბერს ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. “მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze რა უბედურებაა ეს სიმბოლიზმები? ეს 12-ები? გახარია რომ პირადად მოგაწვა და კადრები შეაკრეჭინე აიტიშნიკებს, გეხსომება. ჰოდა, ნუ გადაიხსნი კაი კაცობაზე ვენებს. როგორც კი ფულის დრო დაგიდგება, გაიყიდები ეგრევე”,-მიმართავს ზვიად რატიანი მამუკა ხაზარაძეს. შენიშვნა: სტილი დაცულია ცნობისთვის, 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თავად პოეტი კი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდა და აღნიშნავდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა. მსგავსი თემები: ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ რატიანის საქმეზე გამოძიება ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში გასცემს პასუხს მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე პროკურატურამ პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყო მწერლები: ვითხოვთ გვაჩვენოთ მოძალადეები, ნუ აშანტაჟებთ ზვიად რატიანს! მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა შსს ზვიად რატიანის დაკავების გამო, საბოლოო გამოძიებამდე, პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს