სასამართლომ ზვიად რატიანი სასამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევას სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თავად პოეტი კი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, წინასასამართლო სხდომაზე შსს-მ წარმოადგინა დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეს მტკიცებულებად დაურთო. როგორც შსს-ს წარმომადგენლები განმარტავენ, ვიდეო მობილური ტელეფონით არის გადაღებული,

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით "მოქალაქე ზ.რ.-ს დაკავების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა.

ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება , მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მიაწოდებს საზოგადოებას ინფორმაციას ორივე ფაქტის გამოძიების მიმდინარეობაზე. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე -ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს",-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ:

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ რატიანის საქმეზე გამოძიება ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში გასცემს პასუხს

მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში

ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე პროკურატურამ პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყო

მწერლები: ვითხოვთ გვაჩვენოთ მოძალადეები, ნუ აშანტაჟებთ ზვიად რატიანს!

მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას

ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა

შსს ზვიად რატიანის დაკავების გამო, საბოლოო გამოძიებამდე, პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად