რატიანი ხაზარაძეს: ნუ გადაიხსნი კაი კაცობაზე ვენებს, გაიყიდები ეგრევე

ნუ გადაიხსნი კაი კაცობაზე ვენებს, გაიყიდები ეგრევე,-ასე მიმართავს facebook-ის პირად გვერდზე პოეტი ზვიად რატიანი TBC ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც გუშინ, 12 სექტემბერს ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა.

“მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze

რა უბედურებაა ეს სიმბოლიზმები? ეს 12-ები? გახარია რომ პირადად მოგაწვა და კადრები შეაკრეჭინე აიტიშნიკებს, გეხსომება. ჰოდა, ნუ გადაიხსნი კაი კაცობაზე ვენებს. როგორც კი ფულის დრო დაგიდგება, გაიყიდები ეგრევე”,-მიმართავს ზვიად რატიანი მამუკა ხაზარაძეს.

შენიშვნა: სტილი დაცულია

ცნობისთვის, 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თავად პოეტი კი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდა და აღნიშნავდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.

მსგავსი თემები:

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ რატიანის საქმეზე გამოძიება ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში გასცემს პასუხს

მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში

ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე პროკურატურამ პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყო

მწერლები: ვითხოვთ გვაჩვენოთ მოძალადეები, ნუ აშანტაჟებთ ზვიად რატიანს!

მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას

ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა

შსს ზვიად რატიანის დაკავების გამო, საბოლოო გამოძიებამდე, პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად