ძალიან გ ული მწყდება რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ლიტერატურული პრემია ,,საბა"ს! პრემიას , რომლის ორგზის ლაურეატი ვარ და რომელიც უკვე მესამედ ჩემი პოლიტიკური თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს. “საბას”, რომელმაც გადაუხვია თავის უმთავრეს ადამიანურ და ლიტერატურულ ღირებულებებს გადაუხვია და დაივიწყა ის, რისთვისაც შეიქმნა. - ამის შესახებ თეოინა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ პრემიის სათავეებთან იყვნენ დათო ტურაშვილი Dato Turashvili, Lasha Bugadze და Rati Amaglobeli, რომელიც შექმნა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დღეს ასევე ოპოზიციაშია და სდევნიან. დრო და ისტორია თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს . მწერლები პრემიებისთვის არ წერენ, მაგრამ პრემია რომელიც მწერლებისთვის შეიქმნა, მწერლებისთვის აღარაა და სისტემური უსამართლობის სახედ იქცა. სწორედ ამიტომ მოვითხოვ ჟიურის წევრებმა (კონკრეტულად იმ სამმა ადამიანმა, რომელზეც მთელი წლის ლიტარატურული მოსავალი ჰკიდია) აიღონ პასუხისმგებლობა და დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები!" - წერს თეონა დოლენჯაშვილი