დღეს, 21 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისი მოლში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნება.
საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და 30 ქვეყნის ნორჩი გამომგონებელი დაესწრება.
წელს ოლიმპიადა საზეიმო თარიღს აღნიშნავს და ტრადიციულად ინოვაციებით ხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტ მონაწილე გამომგონებელს.
სამი დღის განმავლობაში თბილისი ინოვაციების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად იქცევა, თავს მოიყრის 30-ზე მეტი ქვეყანა. თბილისი მოლის საგამოფენო სივრცეში თითეული მონაწილე გუნდი, საკუთარი მეცნიერული ნაშრომის გარდა საკუთარი ქვეყნის პრომო სტენდსაც გააცნობს დამთვალიერებლებს.
ორი დღის განმავლობაში პროფესორ-მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური დეტალურად გაეცნობა ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. საუკეთესო პროექტების ავტორები კი უკვე 23 აპრილს გამოვლინდება. ოლიმპიადის განმავლობაში ჟიურისთან ერთად დამთვალიერებელებსაც ექნებათ საშუალება გაეცნონ თითეული ქვეყნის კუთხეს, მათ კულტურას და თავად ინოვაციურ გამოგონებებს, შეაფასონ და გაეცნონ ნორჩი გამომგონებლების ინოვაციური პროექტებს და უგულშემატკივრონ ფავორიტ გუნდებს.
დახურვის საზეიმო ღონისძიება 23 მაისს გაიმართება. თითოეულ სექციაში გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზი, ოქროს, ვერცხლი ან ბრინჯაოს მედალი გადაეცემათ.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწილებას იღებენ სკოლის მოსწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან.
ცნობისთვის, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad -iyipo) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელმაც გამარჯვება უკვე მოიპოვა ქვეყნის მაშტაბით ჩატარებულ რესპუბლიკურ ტურნირში. IYIPO მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.
.