ევროპულ სკოლაში მივიდა ხვიჩა კვარაცხელია. დიდი მოლოდინი იყო, ბავშვებმა იყიდეს მაისურები, ბურთები, შეისწავლეწ ნაპოლის ისტორია, იყო ერთი წიოკი და ეიფორია, მაგრამ #კვარა მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს მხოლოდ ასე ბრეჟნევივით აივნიდან დაენახა. - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელი, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ფეხბურთელი ალბათ ძალიან გატაცებულია თამაშითა და საკუთარი პოპულარობით, მაგრამ მისი პიარი მაინც უნდა ხცდებოდეს, რომ ბავშვების იმედგაცრუება ტეხავს. ეს ვარსკვლავიბა კი არა თავში ავარდნა და კონტექსტის გაუაზრებელი ძონძობაა:(((" - წერს თეონა დოლენჯაშვილი და ვიდეოს ავრცელებს.

პ.ს. "აიპრესმა" მწერლის გამოქვეყნებული რამდენიმე წამიანი ვიდეო მკითხველს მიაწოდა, რომელიც თეონა დოლენჯაშვილმა მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალა. 

ფოტოზე ასახულია კადრი ვიდეოდან, რაც მწერალმა წაშალა.

 

ინფორმაციის განახლება: თეონა დოლენჯაშვილი დაგვიკავშირდა და გაავრცელა ახალი განცხადება. ის აღნიშნავს, რომ უკეთესი იქნება, თუ ეს ინფორმაცია, რაც გაავრცელა წაიშლებოდა, მაგრამ "აიპრესის" მედიაპოლიტიკად გამომდინარე, ამავე ნიუსში გთავაზობთ ავტორის მიერვე შეცვლილ განცხადებას:

"სკოლაში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული პოსტი, რომელიც ჩემს ფბ გვერდზე დაიდო, იყო ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. არ მიფიქრია, თუ მას ასე სწრაფად აიტაცებდნენ სააგენტოები, რადგან პოსტი მალევე წაიშალა. რადგან ბავშვების დიდი აჟიოტაჟის გამო სკოლაში შეიქმნა უკონტროლო სიტუაცია, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კვარა აივნიდან მისალმებოდა ბავშვებს. გარდა ამისა, ეს იყო ვირუსებისგან დაცვის პრევენციით გამოწვეული. კვარაცხელია სკოლაში დაცვით არ მისულა და სიტუაციურად იმოქმედა სკოლამაც და ფეხბურთელმაც ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. ბოდიშს ვიხდი არასწორი ინფორმაციის დადებისთვის. სასურველია, თუ ეს ინფო წაიშლება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება" - განაცხადა "აიპრესთან" თეონა დოლენჯაშვილმა.