საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში გაიმართა, თეატრის განვითარების შესაძლებლობებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამინისტროსთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
საუბარი, ასევე, შეეხო ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხს.ზუგდიდის თეატრის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით.ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა.