საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბაია გალერეაში“ ქართული წარმოშობის ცნობილი ფრანგი მხატვრის, ჰენრი მაჭავარიანის, ნამუშევრები მხატვართან ერთად დაათვალიერა.ჰენრი მაჭავარიანი ხაზისა და ჟესტის დიდოსტატია.

 იგი საკუთარი შემოქმედებით, დიდი ხანია, ცდილობს მარადიული ჭეშმარიტების შეცნობას. ქართული გენის წყალობითა და იაპონური ხელოვნების გავლენით ხელოვანმა შეძლო საკუთარი გზის პოვნა.პლაკატის დიზაინერის წარმატებული კარიერის შემდეგ მისი შემოქმედება „მხატვრობით შეშლილი ჰოკუსაის“ ხელოვნებით არის შთაგონებული და ხაზის სრულყოფილების გამოვლენის აუცილებლობით არის განპირობებული. მისი ხაზი თანაბრად გამოკვეთს სხეულისა და ქსოვილის, მცენარეთა და მინერალთა თუ ასოების მოხაზულობის სიცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოსგან შორს დაიბადა და გაიზარდა, მის ნამუშევრებში ნათლად იგრძნობა ქართული კულტურის ელემენტებიც.