თბილისის მერიის განცხადება
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს.
მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ, სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ისნპექციამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია სრულად მოაწესრიგა.
ინსპექციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და საჯარო სივრცეში უკანონო საქმიანობას თვითნებურად განაგრძობენ.
უკანონო გარე ვაჭრობა და უნებართვოდ კონსტრუქციების განთავსება ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას, ქმნის ანტისანიტარიას და იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.
მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს. უკანონო გარევაჭრობის და საჯარო სივრცეების შეზღუდვის არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა მსგავს შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება." - ნათქვამია მერიის გავრცელებულ განცხადებაში.












