თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
თბილისის მერი საზოგადოებას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ევრობასკეტის მეოთხედფინალში ასპარეზობას ულოცავს.
„საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!“, - წერს კახა კალაძე.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა.