შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის სამოქმედო არეალი ეტაპობრივად ფართოვდება.

თბილისის და რუსთავის შემდეგ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ბათუმშიც ამოქმედდება.

ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით მოხდა. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა პოლიციელის ფიცი დადეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სწავლა დაიწყეს.

ცერემონიას პოლიციის აკადემიის რექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი დაესწრო. მან მართლწესრიგის ოფიცრებს ფიცის მიღება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.