საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. მინისტრმა იაპონიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.
აღინიშნა საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იაპონიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.