ამის შესახებ ინფორმაციას სვანეთი სათემო რადიო ავრველებს. დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთის მეუღლემ დღეს განაცხადა. მისი ცნობით მთამსვლელები 6 დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან. სამძებრო სამაშველო სამუშაობში ჩართული იყვნენ ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი და კერძო სამაშველო ვერტმფრენი, რადგან სახელმწიფოს ასეთი ტიპის ერთი ვერტმფრენიც კი არ ჰყავს.
დაახლოებით 15 წუთია, რაც სამივე მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს გადმოსვენების სამუშაოები. მთამსვლელები ლიეტუვის მოქალაქეები არიან.