გუშინ ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რის გამო ქართველის სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება მოხდა.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილმა განაცხადა: "მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც რეალურად გუშინ ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს აგვარიდეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას. ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვთვლი, რომ ამ ამოცანას ღირსეულად გაართვეს თავი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო.
გდდ-ს ოთხმა თანამშრომელმა მიიღო სამწუხაროდ ჯანმრთელობის დაზიანება და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას,"








