წითელი ნუსხის სახეობების პროგრამის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „წითელი ნუსხის სახეობის“ ჭალის მუხის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობს.

 

ინიციატივის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტებმა  ჭაჭუნას აღკვეთილში ჭალის მუხის 20 000-მდე ერთეული სათესლე მასალა მოიპოვეს.

მოპოვებული მასალა დაითესა სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სადაც  შექმნილია ოპტიმალური პირობები სახეობის ზრდა-განვითარებისთვის. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია ნერგების გადარგვა ბუნებრივ ჰაბიტატებში, ტერიტორიებზე, სადაც ჭალის მუხა ისტორიულად იყო გავრცელებული.    წითელი ნუსხის სახეობა ჭალის მუხა - Quercus pedunculiflora ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეების: მტკვრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ჭალებში. მუხის ეს სახეობა რკოს გრძელი ყუნწით გამოირჩევა, რის გამოც მას „გრძელყუნწიან მუხასაც“ უწოდებენ. დღეის მდგომარეობით, ჭალის მუხა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოწყვლადი (VU – Vulnerable) კატეგორიით.