თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ რამენაირად გადაარჩინონ სიტუაცია, ანუ რამენაირად არ გაუშვან სააკაშვილი , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

 მისი თქმით, მოსამართლე პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობას სამხარაულის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არის.

„მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე ამ შემთხვევაში „ნიჩიას“ გაითამაშებს და დააკმაყოფილებს, თუმცა ამის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არის. შემდეგ პროცესზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. შემდეგ კვირაში 3 პროცესი დაინიშნა, დაცვის მხარე არ გამოვრიცხავთ, რომ მომდევნო კვირაში მოწმეების დაკითხვები დავამთავროთ“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა.