საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს, სადა აღნიშნულია, რომ დღეს, 3 მარტს შესრულდება სპეციალური რეისი ომანის სასულთანოს მიმართულებით.
მუსკატი (ომანის სასულთანო) - თბილისი (საქართველო) მიმართულებით რეისი დღეს შესრულდება.
🇬🇪 საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ❗️
🌍✈️ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები:
🇴🇲 მუსკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო)
🗓 03.03.2026 | 🕗 23:00 (ადგილობრივი დროით)
🗓 05.03.2026 | 🕗 19:00 (ადგილობრივი დროით)
🇸🇦 რიადი (საუდის არაბეთი) — თბილისი (საქართველო)
🗓 04.03.2026 | 🕗 19:00 (ადგილობრივი დროით)
საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
📞საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
• ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
• ტელეფონი: +971 2 553 36 83
• 📧 ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
📞საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
• ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
• ტელეფონი: +974 44 739 499
• 📧 ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge
🔷აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის.








