საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 17 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა
"პრეზიდენტმა დღეს 17 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს." - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.