საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში კულტურის მინისტრთან თინათინ რუხაძესთან ერთად, სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრის დასს უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის და აღნიშნა, რომ უდიდესი ბედნიერებაა გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა.
„უდიდესი ბედნიერებაა ჩვენი გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და გვაიძულებს, დავფიქრდეთ როგორც კაცობრიობის, ისე ერთი ადამიანის საზრისზე, ბედზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ რობიკოს და რუსთაველის თეატრის დასს ამ უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლის „მიჯაჭვული პრომეთე“ პრემიერა 2024 წელს შედგა.









