17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღინიშნება. ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში ტარდება საზეიმო წირვა - ლოცვა. ქუჩებში იმართება მსვლელობა.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად, 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში.
ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.
"⛪ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა
🔸 წელს აღნიშნულ დღესასწაულს პირველად აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მეთაურობით.
🔸 ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებშიც აღინიშნება სასულიერო პირებისა და მრევლის ერთობლივი ლოცვითი მსვლელობით.
🔸 ეს დღე იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა".
შეგახსენებთ, 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.








