საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 200 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696765&lang=ge