სალომე ზურაბიშვილი: ანზორ ერქომაიშვილი ქართული სიმღერისა და გალობის, ანუ ქართული სულის განსახიერება იყო

1617177912
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„დიდია ჩემი მწუხარება! ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ლალის, მთელ ოჯახსა და ჩვენს საზოგადოებას. დიდი თუ პატარა, ყველა ვაცნობიერებთ, რა დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ. პირადად ჩემთვის, ახალგაზრდობიდან, პარიზის ემიგრაციის წლებიდან, ბატონი ანზორი ქართული სიმღერისა და გალობის, ანუ ქართული სულის განსახიერება იყო. წლები გავიდა და ვამაყობ იმით, რომ შემიძლია დღეს იგი ჩემს უფროს მეგობრად ვახსენო“, - ნათქვამია წერილში.