ჟურალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი გადაცემა, რომელიც "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"დაიხურა აჭარის ტელევიზაზე გააგრძელებს ეთერში გასვლას. მისი თქმით, ეთერში გასვლის თარიღი სულ მალე გახდება ცნობილი.
"მოკლედ, მეგობრებო, ვინაიდან და რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ვთვლიდით, რომ მისთვის ბრძოლა ბოლომდე ღირს, უბედნიერესი ვარ, რომ სწორედ აჭარის საზმაუსთან ვითანამშრომლებთ ახლა. დიდი ხანია ამ ტელევიზიის გულშემატკივარი ვარ და ჩემთვის უდიდესი პატივია მათგან მიღებული მხარდაჭერა და ნდობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა პირველ არხზე გადაცემები დახურეს.
ჩემი გადაცემის გარშემო რაღაც დეტალები დაგვრჩა გასარკვევი და სულ მალე შეგატყობინებთ ეთერში გასვლის ზუსტ თარიღს. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ამ გადაცემით ტელევიზიას შეემატოს კრიტიკული, თემატურად უწინდელზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროექტი, საინტერესო სტუმრებით და მნიშვნელოვანი სათქმელით. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს სალომე ასათიანი.




