საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანმა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა ავთანდილ გვაზავამ თანამდებობები დატოვეს. თუმცა,  როგორც "აიპრესთან" საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, არც გასვიანს და არც გვაზავას თანამდებობები რეორგანიზაციის შედეგად არ დაუტოვებიათ. მათი ინფორმაციით, ორივემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

„რაც შეეხება ავთანდილ გვაზავას, კონკრეტული რეორგანზაციის ფარგლებში არ წასულა ჩვენი სამსახურიდან. უკვე თვეზე მეტია რაც არ მუშაობს. ის საკუთარი განცხადების სფუძველზე წავიდა და ეს ახალი ამბავი არ არის. 

რაც შეეხება ნუგზარ გასვიანს, მე მქონდა მასთან გუშინ დილით კომუნიკაცია, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წარმატება ვუსურვეთ, მითხრა რომ მედია უკავშირდებოდა და მათ უთხრა, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა და რეორგანიზაციის ფარგლებში არავის გაუშვია.

რაც შეეხება სამინისტროში რეორგანიზაციას, აქ ოფიციალურად არავინ გაუშვიათ. ეს არის სავარაუდო განთავისუფლება. ამ ადამინებს რაღაც მობილობის პრინციპით, შესაბამისი კვალიფიკაციის ფარგლებში ან ამ სამინისტროს ან სხვა სამინისტროს ფარგლებში უნდა შესთავაზონ თანამდებობა, ანუ ჩასვან რეზერვში, სადაც ისინი პრიორიტეტულ სამომავლო დასაქმებულებად იქნებიან გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან", - გვითხრეს გზების დეპარტამენტში.