საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქ. ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი. საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. 

უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის" - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.