საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მესამედ იმართება.
პრემიის მოკლე სიაში ჟიურის გადაწყვეტილებით 18 წიგნი მოხვდა:
საუკეთესო პროზაული წიგნი
„ბებე მაწანწალების უფლისწული“ - ავტორი თამრი ფხაკაძე (გამომცემლობა „პალიტრა L“) „ბებოს ბავშვი დაუტოვეს“ - ავტორი ლელა ცუცქირიძე (გამომცემლობა „შემეცნება“) „ამბები კატა კოტოსი“ - ავტორი ვასო გულეური (გამომცემლობა „პალიტრა L“)
საუკეთესო პოეტური წიგნი
„კარგად ყოფნის წესები“ - ავტორი თუთა ჯგუშია (გამომცემლობა „პალიტრა L“) „ანბან-ანგელოზები“ - ავტორი ლელა ცუცქირიძე (გამომცემლობა „პალიტრა L“)
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
„ნახევარქათამა“ - ილუსტრატორი ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა „არტანუჯი“) „მოკლე კატოს თავგადასავალი“ - ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი („სულაკაურის გამომცემლობა“) „ბახტრიონი“ - ილუსტრატორი სოფო კირთაძე (გამომცემლობა „არტანუჯი“) „ამირანი“ - ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე (გამომცემლობა „ზოლიანი კატა“) „მზის ასული“ - ილუსტრატორი სალომე ჯოხაძე (გამომცემლობა „ზოლიანი კატა“)
საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი
„ბახტრიონი“ - ავტორი ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა „არტანუჯი“) „პატარა ბობოს ამბავი“ - ავტორი ირმა მალაციძე (გამომცემლობა „შემეცნება“) „ანბან-ანგელოზები“ - ავტორი ლელა ცუცქირიძე (გამომცემლობა „პალიტრა L“)
გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო და 2500 ლარიანი პრემია.
დაჯილდოების ცერემონიალი 14 დეკემბერს, 17:00 საათზე ვაკის მედიათეკაში გაიმართება.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა 2021 წელს.
პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.