დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ეროვნული ბიბლიოთეკის მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის „წიგნიერის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი ,,წიგნიერი" - სკოლის მოსწავლეთათვის ნოემბრის დასაწყისში დაიწყო, რომელშიც თბილისელი, ფოთელი, ბათუმელი და ქუთაისელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
წლევანდელი კონკურსი მილან კუნდერას ხსოვნას მიეძღვნა. შერჩეული იყო კუნდერას, ჰაველის, ორუელის და აკა მორჩილაძის ნაწარმოებები.
პირველი ადგილი ნინო ხოფერიამ (ფოთი) დაიკავა, მეორე ადგილი - მარიამ კოძახიძემ (ქუთაისი), მესამე ადგილი კი კესარია ნინუამ (თბილისი) და ლიკა მიქელაძემ (ბათუმი) გაინაწილეს.