ნიცაში საბავშვო ევროვიზიის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე კონკურსის მონაწილეები გამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი.
საკონკურსო სიმღერა – Over The Sky, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები ევროვიზიის სცენაზე შეასრულებენ, ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. კლიპის გადაღებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე, ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.
საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს პირველი არხის ეთერში ნიკა ლობილაძე გაუძღვება. ხმის მიცემა 24 ნოემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება.