საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად შეხვედრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სსიპ
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, განსაკუთრებული აქცენტით არჩევნებში პირველად მონაწილეობაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესზე. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ.
თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე ისაუბრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის
შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა. მისი თქმით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მათ შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და მათი ცნობიერების ამაღლებაა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.