რომის პაპმა ახალგაზრდებს საქართველოში მეწყრის შედეგად დაღუპულთათვის ლოცვისკენ მოუწოდა. შოვში მომხდარ ტრაგედიას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პორტუგალიის დედაქალაქში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მესაზე გამოეხმაურა.
პაპმა ფრანცისკემ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. ამასთან აღნიშნა, რომ ტრაგიკული მოვლენების ფონზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გვერდით დგას.